აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, რომლის ფარგლებშიც საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.

ტრამპი ვიზიტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყებს, შემდეგ 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.

ვიზიტის მთავარი მიზნებია ეკონომიკური შეთანხმებების დადება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება.