14:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
14:00 საათზე - სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი
(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
1770925192
"ეს არის არანორმალური სიტუაციის ნორმალიზების მცდელობა. ყველა ვინც ამაში ივანიშვილს ხელს უწყობს, არის ამ გეგმის ნაწილი და ყველაფერი დანარჩენი არის ფუჭი გამართლებები.ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს და ამ ომში საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება. დაფიქრდით რა იქნებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისელი პოლიტიკოსები რომ დამსხდარიყვნენ გერმანულ რადიოში გებელსთან სადებატოდ.და აქაოდა ოპოზიციასთან დებატებს და დიალოგს აწარმოებსო, ვაშინგტონი რომ ჩაეხუტოს ივანიშვილს და ყველა რეპრესიული კანონი ძალაში დარჩეს, პატიმრები ციხეში - მოდებატეები როგორ იგრძნობთ თავს?თუ უბრალოდ იტყვით, სამაგიეროდ სიმართლე ვუთხარითო?სინამდვილეში ან ივანიშვილის პირდაპირი დავალების ამბავია, ან საკუთარი თავის წარმოჩენის ნებისმიერ საშუალებას ებღაუჭებით.სიკო ჯანაშიამ კი თავის დროზე თავი იმით დამამახსოვრა, რომ ამერიკელი მასწავლებლების პროგრამას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.ზოგადად კი აქვს კომპეტენცია, მაგრამ რა დროს კომპეტენციით ყელყელაობაა? ქვეყნის საყოველთაო ჩამონგრევის ფონზე განათლების რეფორმის ტექნიკურ ასპექტებზე დებატი ძალიან უკეთეს შემთხვევაში უკიდურესი მიამიტობაა, ისე კი მავნებლობაა.შეიძლება ვინმემ ეს ჩემი პოსტი ზედმეტად მკვეთრად ჩათვალოს, მაგრამ აღარ არიან პატარა ბიჭები და უნდა იცოდნენ თუ რას გამოიწვევს მათი ქმედებები", - წერს სააკაშვილი.
1770925042
"გერმანია უკრაინაში დამატებით ხუთი PAC-3 ტიპის ჩამჭრელი რაკეტების გაგზავნას გეგმავს, თუ სხვა ქვეყნები სულ 30 PAC-3-ს გაგზავნიან. ყველამ ვიცით, რომ ეს სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს... ცის დაცვა ჩვენი მხარდაჭერის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გერმანიამ 12 Patriot-ის სისტემიდან ხუთი გადასცა. ჩვენ ასევე მივაწოდეთ IRIS-T სისტემები“, - განაცხადა პისტორიუსმა.უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკონტაქტო ჯგუფის მონაწილე ქვეყნებმა კიევს ჯამში 38 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვეს."დღეს ჩვენმა კოლეგამ ბორის პისტორიუსმა ფანტასტიკური ინიციატივა გააჟღერა და მე მჯერა, რომ ეს დაგვეხმარება მალე მივიღოთ დამატებითი PAC-3 რაკეტები, იმ რაკეტებთან ერთად, რასაც PURL პროგრამის მეშვეობით მივიღებთ.დღეს უკრაინის პარტნიორებმა გამოაცხადეს PURL პროგრამისთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ. ეს თანხები გამოყენებული იქნება, კერძოდ, შეერთებული შტატებისგან PAC-3 რაკეტების შესაძენად.ხედავთ, რომ რუსეთი 20-მდე ბალისტიკურ რაკეტას უშვებს... ანუ დაახლოებით ას რაკეტას ერთ შეტევაზე. და არ მგონია, რომ მსოფლიოში არსებობდეს საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც მზად იქნება ამდენი რაკეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამიტომ, ჩვენი მიზანია PAC-2 და PAC-3 რაკეტების შოვნა", - განაცხადა ფედოროვმა.მისივე თქმით, პრობლემებია SAMP/T სისტემების რაკეტებთან დაკავშირებითაც. ევროპამ უნდა გაზარდოს ასეთი იარაღის წარმოება."მთელმა მსოფლიომ უნდა ითანამშრომლოს უკრაინასთან და უკრაინამ მთელ მსოფლიოსთან, რათა შეიქმნას მეტი PAC-3 რაკეტა ან მსგავსი რაკეტები მსგავსი თავდასხმებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ფედოროვმა.Patriot Advanced Capability-2 (PAC-2) და Patriot Advanced Capability-3 (PAC-3) რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი განსხვავებული თაობაა, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სამიზნეების განადგურების მეთოდით.
1770925034
მისი თქმით, დღეს “ქოცები“ უნდა შევაფასოთ მათი ქმედებებით და იმით, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურად.როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტზე იმსჯელონ, ვხედავთ ბიზნესმენებს როგორ ალაპარაკებენ ქათმის ფიზიოლოგიას და კვერცხის დადების პროცესზე.“ქოცები“ უნდა შევაფასოთ მათი ქმედებებით, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურად, დაწყებული იმით რომ კვერცხის ფასზე მსჯელობენ, მაგრამ მაინც ვერ აიაფებენ. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჩადის აზერბაიჯანში, სომხეთში და ამაზე მსჯელობის ნაცვლად, ვხედავთ ბიზნესმენებს როგორ ალაპარაკებენ ქათმის ფიზიოლოგიას და კვერცხის დადების პროცესზე და როგორ უნდა ღირდეს კვერცხი იაფი და მაინც ვერ იაფდება. სიმბოლურად რომ 2 თეთრით გაიაფდეს, ეგეც ვერ ხდება, ეს რაც ხდება ზოგადად პოლიტიკის გაკვერცხებაა. ის ბიზნესმენებიც, რომ სრული სერიოზულობით სხედან და ამაზე ლაპარაკობენ, მინიმუმ შემაწუხებელი ხომ უნდა იყოს", - აცხადებს გვარამია.
1770924953
კუროერიდეთ გაღიზიანებას. ნუ იჩქარებთ, გამოიჩინეთ გონიერება და მოთმინება. ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეებში, დროა, ძირფესვიანად გაერკვეთ.ტყუპებიმთელი თქვენი ძალები მიზნისკენ მიმართეთ, ნუ შეუშინდებით სიძნელეებსა და დაბრკოლებებს.კირჩხიბიიყავით მაქსიმალურად ყურადღებით, რათა არ დაუშვათ შეცდომა სამსახურებრივ საკითხებში.ლომიმნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო შეხვედრებისთვის მოემზადეთ, ნებისმიერ საქმეს ყურადღებითა და გულისყურით მოეკიდეთ.ქალწულიცვლილებებისთვის სასიკეთო დროა, ახლა ახლებურად უნდა შეხედოთ ცხოვრებისეულ საკითხებს.სასწორითქვენი პიროვნული სიძლიერე კარგად გამოვლინდება სამსახურებრივ საქმეებში და მიღებულ შედეგებში.მორიელიგადაანაწილეთ ძალები და აქცენტი გააკეთეთ უფრო მნიშვნელოვანზე, ნუ გადაიღლებით.მშვილდოსანიეს დღე ახალ ნაცნობობას და ურთიერთობებს დაუთმეთ. გააღრმავეთ ცოდნა და იყავით ინფორმაციის მიმღები.თხის რქამთელი არსებით ჩაეფლობით საქმეებში, ყველაფერი თქვენი მოსაგვარებელია, დრო არ ითმენს, საქმეების გადადებას ვარსკვლავები დღეს არ გირჩევენ.მერწყულიროგორც იქნა, თავს გაართმევთ, ან დაიხსნით ძველი პრობლემებისგან, არის ალბათობა, გაემგზავროთ, ან დაგეგმოთ სხვა ქვეყანაში გამგზავრება.თევზებისახლსა თუ სამსახურში, საჭირო და შეუცვლელი პერსონა ხართ. ტაქტის, გონიერების და კარგი თვისებების გამოყენებით , შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.
1770922166
"2026 წლის 12 თებერვალს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მომართვა და საქართველოს პროკურატურის ცხელ ხაზზე შემოსული, არასრულწლოვანის მშობლის შეტყობინება.საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1770915958
მსვლელობის დაწყებამდე სტუდენტებმა განცხადება გააკეთეს.“ქართულმა ოცნებამ“ კვლავ გადადგა ანტიეროვნული ნაბიჯი და ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს პროგრამების უმრავლესობა. მათ შორის ილიაუნსაც, რაც ფაქტობრივად ყველა მათგანის დახურვას ნიშნავს. ამ გადაწყვეტილებით საფრთხე ემუქრება უნივერსიტეტის ღირებულებას, იდენტობას და ილიასეულ თავისუფლებისადმისადმი სწრაფვის იდეას, რომელიც დღეს ათასობით კურსდამთავრებულს აერთიანებს.სტუდენტები ერთხმად ვითხოვთ ე.წ. რეფორმის გაწვევას, უნივერსიტეტების ავტონომიურობის ხელშეუხებლობას და სრულფასოვანი განათლების უფლებას. ასევე მოვუწოდებთ ყველას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელს და აკადემიურ პერსონალს, დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობისკენ.არ შეცვალოთ არსებული კურიკულუმები, ყველა შესაძლო ხერხით გააპროტესტეთ პროგრამების შეცვლის საკითხო. სტუდენტებო, ჩვენ ვართ გვერდიგვერდ, ჩვენ უკან კი ჩვენი მშობლები, ოჯახები და საქართველოს წარსული, ჩვენ პირველად რიგში ვართ მოქალაქეები და შემდეგ სტუდენტები, შესაბამისად, ვაცნობიერებთ ჩვენ პასუხისმგებლობას, სამშობლოს, ისტორიის და მომავლის წინაშე, ამიტომ კვირას, 15:00 საათზე ვიკრიბებით დედა ენის ბაღში, დედა ენის მონუმენტთან, რომელიც გვახსენებს სტუდენტების ძალას და ერთობას. ძალა სტუდენტების ერთობაშია, დამხობა რეჟიმს და თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", - განაცხადეს სტუდენტებმა.
1770912600
"მოზარდ მაყურებელთა თეატრმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა – 84 წლის ასაკში ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თეატრის მთავარი რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და ა.ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბატონი ოთარ ბაღათურია.მისი ცხოვრება და საქმიანობა 60 წელზე მეტია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს თეატრთან. ის იყო ამ დასის ერთ-ერთი გამორცეული არტისტი. მის მიერ შესრულებული როლები სპექტაკლებში „პრინცესა ტურანდოტი“, „მოკვეთილი“, „კიკვიძე“, „მე ვხედავ მზეს“, „რღვევა“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „შეაჩერეთ მალახოვი“, „ბედნიერი ბილეთი“, „კუკარაჩა“, „ჩვენებურები“ და მრავალი სხვა თეატრის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.ოთარ ბაღათურიას დადგმებია: „დარისპანის გასაჭირი“, „ავი ლომი“, „სათაგური“, „ღამის ამბავი“, „ბანკეტი“, „წითელქუდა“, „იავნანამ რა ჰქმნა“ და სხვა მნიშვნელოვანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა თეატრის რეპერტუარში.ჩვენს თეატრში დაიბადა დრამატურგი ოთარ ბაღათურიაც. მისი პიესების „ამიკო“, „მეფე ლირი თავშესაფარში“, „დედამიწა კი მიჰქრის“ ავტორისეული დადგმით პირველი ჩვენება სწორედ ჩვენთან შედგა და შემდგომ არაერთ თეატრში განხორციელდა. დიდია მისი ღვაწლი ქართული დუბლირებული ფილმებისა თუ მხატვრული ფილმების გახმოვანების საქმეში.ოთარ ბაღათურია აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, მუდამ ამაყობდა საკუთარი სტუდენტების წარმატებით.ჩვენგან წავიდა არაჩვეულებრივი ხელოვანი, რომლის ვარსკვლავიც 2013 წელს გაიხსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ და რომლის სახელს ვერასდროს დაივიწყებს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
1770912364
მისი თქმით, “ჯერ მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“, ამის შემდეგ „კავკასიის“ და სხვები“."ილიაუნი, რომელიც ჩემს დროს და ჩემი აქტიური მონაწილეობით შეიქმნა - იხურება. მოხდა ის, რასაც მე ვამბობდი და ვაფრთხილებდი, მათ ვისაც „გეპეის“ არ გაუქმება გაუხარდა.აი, მიადგნენ ილიაუნის, შემდეგ ეგრევე მოჰყვება „საქართველოს უნივერსიტეტი“ და „თავისუფალი უნივერსიტეტი“. ამის შემდეგ „კავკასიის“ და სხვები.ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, ყველა ქართველის განათლების დონის, საკუთარ განათლების დონემდე დაყვანა, ე.ი. განათლებული ადამიანების გაქრობა საქართველოში. ახლა კი წავიდეს ზოგიერთი და "ედებატონ" პითეკანთროპებს.ამასობაში ჩვენთან ზეიმით აღნიშნეს აიათოლების ხელისუფლებაში მოსვლის წლისთავი”, - წერს სააკაშვილი.
ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა
1770562949
ზელენსკი - უკრაინა მზადაა გადადგას ხელშესახები ნაბიჯები ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად
1770061560
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ სალაძე გარდაიცვალა
1769879351
"წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას"
1770886501
ილია მიქელაიშვილი - ვაპირებ სოლიდური ინვესტიციის განხორციელებას და ტელეკომპანია "იმედის" კიდევ უფრო გაძლიერებას
1770396681