ის რაც ქვეყანაში ხდება, ზოგადად პოლიტიკის გაკვერცხებაა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს “ქოცები“ უნდა შევაფასოთ მათი ქმედებებით და იმით, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურად.

როგორც მან აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ  აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტზე იმსჯელონ, ვხედავთ ბიზნესმენებს როგორ ალაპარაკებენ ქათმის ფიზიოლოგიას და კვერცხის დადების პროცესზე.

“ქოცები“ უნდა შევაფასოთ მათი ქმედებებით, რასაც ისინი აკეთებენ ყოველდღიურად, დაწყებული იმით რომ კვერცხის ფასზე მსჯელობენ, მაგრამ მაინც ვერ აიაფებენ. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჩადის აზერბაიჯანში, სომხეთში და ამაზე მსჯელობის ნაცვლად, ვხედავთ ბიზნესმენებს როგორ ალაპარაკებენ ქათმის ფიზიოლოგიას და კვერცხის დადების პროცესზე და როგორ უნდა ღირდეს კვერცხი იაფი და მაინც ვერ იაფდება. სიმბოლურად რომ 2 თეთრით გაიაფდეს, ეგეც ვერ ხდება, ეს რაც ხდება ზოგადად პოლიტიკის გაკვერცხებაა. ის ბიზნესმენებიც, რომ სრული სერიოზულობით სხედან და ამაზე ლაპარაკობენ, მინიმუმ შემაწუხებელი ხომ უნდა იყოს", - აცხადებს გვარამია.