11:00 საათზე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდება თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის".

მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

საკონტაქტო ნომერი: 555451001

13:30 საათზე - სამედიცინო კომპანია „ბიომედიქსის" ორგანიზებით გაიმართება სამედიცინო კონფერენცია თემაზე: „მიკრობიომი - ახალი პერსპექტივები გინეკოლოგიაში".

მისამართი: სასტუმრო „Holiday Inn"

 

14:00 საათზე - „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

 

18:00 საათზე - მწერალთა სახლში „ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი საზოგადოებრივი დარბაზის“ პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: ი. მაჩაბლის ქ. N13

საკონტაქტო ნომერი: 557 21 23 13