10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის საქმეზე ძმებ მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე - მოძრაობა „პორტესტSHE“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "მოძრაობამ მიმართა მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ კომისიას; მოძრაობის წევრების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მცდელობა ტროტუარზე დგომის გამო“.

მისამართი: ვანო სარაჯიშვილის N 5 (რუსთაველზე).

საკონტაქტო პირი: რუსკა მჭედლიძე - 593 411 110

 

12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერის და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

13:00 საათზე - პოლიტიკოსის, მე 10-ე მოწვევის პარლამენტის წევრის, ჟურნალისტის და აქტივისტის, პარტია “ალეკო ელისაშვილი მოქალაქეების” დამფუძნებლის ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატები არჩილ ჩოფიკაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: „რუსული კანონით მსჯავრდებული უდანაშაულო ქართველი პოლიტიკოსი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეშია გამოკეტილი, აკრძალული აქვს კომუნიკაცია შვილებთან, ზარი ადვოკატთან და შეხვედრა ოჯახის წევრებთან. როგორ იკერება ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე?!“

მისამართი: აღმაშენებლის გამზ.44. (სასტუმრო რედ რედისონი, საკონფერენციო დარბაზი "უნიკა")

საკონტაქტო პირი: თამარ გედევანიშვილი - 599 30 36 36