ორი-სამი ინსტიტუტი გაქვს, რომელიც ფურცელზე ადასტურებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, - ამის შესახებ "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება ზუსტად იგივეა, რაც კანონიერ ხელისუფლებაზე დარტყმა.

"შევდივართ ავტორიტარიზმის შემდეგ ეტაპზე, როდესაც ის ღრმავდება და უკვე განათლების სფეროზე გადადის. ეს არც საქართველოში დაწყებულა და არც აქ დასრულდება. პირველი ეტაპი - აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გაჩერება იმ კონფრონტაციის შემდეგ მოხდა, რომელიც წინააღმდეგობამ მოიტანა და ახლა გადავედით შემდეგ ეტაპზე, როცა ავტორიტარიზმი ღრმავდება. მე ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა. გადავედით ეტაპზე, როდესაც თავისუფალი აზროვნებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - უნივერსიტეტი და განათლება გახდა ბრძოლის სამიზნე. 

სოხუმის უნივერსიტეტის გაუქმება ზუსტად იგივეა, რაც კანონიერ ხელისუფლებაზე დარტყმა. მთავრობა რომ გააუქმონ აფხაზეთის, რა უნდა ვქნათ საერთოდ?! ორი-სამი ინსტიტუტი გაქვს, რომელიც ფურცელზე ადასტურებს, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა, სოხუმის უნივერსიტეტი ამას ადასტურებს", - განაცხადა დოლიძემ.