10:30 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

საკონტაქტო პირი: ანუკა გაბელია 551 633 644

11:00 საათზე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2025 წლის ივნისი.

მისამართი: ც. დადიანის #30, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრების ნიკა ჩერქეზიშვილის და თორნიკე ართქმელაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ავარიული შენობები - კორპუსი, რომელიც ინგრევა და წარმოადგენს საფრთხეს მცხოვრებლებისთვის“.

მისამართი: გურამიშვილის #5 (კინო „საქართველოს“ წინ).

 

12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ თეოდორე აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.