10:30 საათზე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

მისამართი: სააკაძის დაღმართი, მეორე გასასვლელი, #4 სართული 5.

საკონტაქტო პირი: ირაკლი ფავლენიშვილი 596 120 554

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის და პოლიტსაბჭოს წევრის გულიკო ზუმბაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "ოცნების“ შეუსრულებელი დაპირებები, კორუმპირებული მერის მორიგი ტყუილი და მორიგი აშკარა კორუფციული სკანდალი“.

მისამართი: ლილოს ნაგავსაყრელის შესასვლელი

საკონტაქტო პირი: გიგლა თუმანიშვილი 577118081

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

14:00 საათზე - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ თეოდორე აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

16:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.