11:00 საათზე - გენერალურ პროკურატურასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი და შუქრი ბურჭულაძე განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: ვახტანგ გორგასლის N24

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

12:00 საათზე - პარლამენტში დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

14:00 საათზე - პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N439 (C კორპუსი, IV სართული)

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომლის, თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი პაპაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - პარლამენტში სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის დარბაზში #410

 

15:00 საათზე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „ე.წ. მაყუჩების კანონთან“ დაკავშირებით აქცია ჩატარდება.

თემა: "მძღოლები და ავტო-მოტო მოყვარულები გააპროტესტებენ მთავრობის 584 დადგენილებას, რითაც საქართველოს ავტო-მოტოპარკის უდიდეს ნაწილს აეკრძალა ღამით გადაადგილება და ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119/5 ჩანაწერს რის შედეგადაც უამრავი მძღოლი უსამართლოდ დაჯარიმდა“.

საკონტაქტო პირი: სერგი ხურციძე - 568 044 044

 

16:00 საათზე - პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

 

16:00 საათზე - მოძრაობა „პროტესტSHE" პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, საპროტესტო აქციას -„რეჟიმი უნდა დასრულდეს"გამართავს.

თემა: "საზოგადოების ყურადღების გამახვილება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, პოლიტიკური დევნისა და რეჟიმის მხრიდან რეპრესიული პოლიტიკის გატარებაზე".