"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია.

წელს ღონისძიება 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ: გაეცნონ ახალ გამოცემებს; დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს; შეხვდნენ ავტორებს და რაც მთავარია, შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.

ამასთან, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით, მათ შორის:

სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით გადახდისას  იმოქმედებს  20%- იანი  ქეშბექი (მაქსიმუმ 20 ლარი);
PLUS  ბარათით გადახდისას კი დაგერიცხებათ  ათჯერ მეტი PLUS ქულა . 

გახსოვდეთ, Student Card-ის და PLUS Card-ის შეთავაზება უნდა გაიაქტიუროთ მობილბანკში. sCool Card-ის შეთავაზება კი sCoolApp-ში

შეთავაზებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიების ორგანიზატორია ექსპოჯორჯია

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერია