"ყველა სიგნალი, ყველა ნახატი, ყველა სევდიანი გამოხედვა, მშობლებისთვის უნდა იყოს ნიშანი" - პედოფილიის მსხვერპლის დედის ამბავი
1749106076
ეს პროკურატურის
ოფიციალური მონაცემებია,
თუმცა ბავშვების მიმართ
ჩადენილი სექსუალური
ძალადობის ზუსტი
სტატისტიკა არ
არსებობს.ამას თავისი
მიზეზი აქვს. ამ დანაშაულს
ახასიათებს
განსაკუთრებული ფარულობა
და გამოვლენის სირთულე,
ამიტომაც ოფიციალური
სტატისტიკის მიღმა,
ძალადობის შემთხვევების
რიცხვიც გაცილებით დიდი
უნდა იყოს.ეს ამბავიც,
რომლის შესახებაც ამ
სტატიაში წაიკითხავთ,
იმაზე მეტყველებს, რომ
არასრულწლოვანთა მიმართ
ჩადენილი სქესობრივი
ძალადობა „დაფარულ
დანაშაულებს“
მიეკუთვნება.არასრულწლოვანმა
გოგომ მხოლოდ წლების
გავლის შემდეგ გაუმხილა
ჯერ დედას და შემდეგ
ადვოკატს, რომ ის დიდხანს
იყო, ბაბუის (მამინაცვლის
მამის) სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლი.არასრულწლოვანის
გაუპატიურებაში
ბრალდებული 60 წლამდე კაცი
პოლიციამ ფარული
გამოძიების გზით მიღებული
აღიარების შემდეგ
დააკავა.ის არ არის
ერთადერთი, ვინც
დანაშაულშია ბრალდებული.
პროკურატურა იძიებს
ოჯახის კიდევ ერთი წევრის
გარყვნილ ქმედებას
ბავშვის მიმართ.როგორ
მიხვდა დედა, რომ შვილს
ისეთი პრობლემა ჰქონდა,
რომელზეც ვერ ლაპარაკობდა
და დახმარება
სჭირდებოდა?„შევამჩნიე,
როგორ ადგამდა კარს ტუმბოს,
რომ ბარიკადი აეგო“15 წლის
ნიას დედას ერთ-ერთ
მეტროსადგურთან შევხვდი.
წინასწარ შევთანხმდით, რომ
დედა-შვილის ანონიმურობას
დავიცავდი და მათ ამბავს
ასე მოვყვებოდი.
შეხვედრამდე ვკითხე, რატომ
გადაწყვიტე ჟურნალისტთან
დალაპრაკება-მეთქი?„როცა
გავაცნობიერე, რა
პრობლემის წინაშე იდგა
პირველ რიგში, ჩემი შვილი
და შემდეგ მე, დავიწყე იმ
სტატიების ძებნა და კითხვა,
სადაც იმავე თემებზე
ლაპარაკობდნენ ძალადობის
მსხვერპლები. ეს
მეხმარებოდა იმის
გააზრებაში, რომ მარტო არ
ვიყავით მე და ჩემი შვილი
და რომ ჩვენი ამბავი
შეიძლება სხვას
დახმარებოდა, შეიძლება
დახმარებოდა მშობლებს,
ამოეცნოთ მათ გარშემო
მოძალადეები და
გადაერჩინათ შვილები. აი,
ამიტომ გელაპარაკებით“, -
მეუბნება ახალგაზრდა
ქალი.დილის 9 საათი ახლა
დაიწყო. სამსახურში
წასვლამდე უნდა მოასწროს
ამბის მოყოლა, მერე აღარ
სცალია. სამი წელია
არასრულწლოვან შვილებს
მარტო ზრდის და რამდენიმე
სამსახურში უწევს მუშაობა -
დილიდან გვიან
ღამემდე.მასთან ერთად
სკვერში, ხის სკამზე
ვზივარ. ერთი შეხედვით,
მშვიდად საუბრობს, თუმცა
დრო და დრო, ხმა უწყდება და
თვალები
უწყლიანდება.„ყველაფერი
მაშინ დაიწყო, როცა ბავშვი
დაახლოებით 8 წლის იყო და ეს
გრძელდებოდა 4-5 წლის
განმავლობაში. როგორც ნიამ
ადვოკატს გაანდო,
თავდაპირველად სექსუალური
ძალადობა შედარებით
იშვიათი იყო, რადგან ბავშვი
მამინაცვლის მშობლების
სახლში იშვიათად რჩებოდა,
თუმცა მოგვიანებით, როცა
რამდენიმე თვით
საზღვარგარეთ მომიწია
წასვლა სამუშაოდ, ნია
მამინაცვლის მშობლებთან
დავტოვე და მთელი ის
პერიოდი ბავშვი,
ფაქტობრივად, ყოველ ღამე
იყო ძალადობის მსხვერპლი“,
- ჰყვება ქალი.ამბობს, რომ
ნია ჯერ კიდევ სულ პატარა
იყო, როდესაც მეორედ
დაქორწინდა. ბავშვი ახალმა
ოჯახმა სიყვარულით
მიიღო.მისი თქმით,
მიუხედავად იმისა, რომ
მასზეც არაერთხელ
უძალადია ქმარს ფიზიკურად
და ამის გამო
პოლიციისთვისაც არაერთხელ
მიუმართავს, ქმრის ოჯახი
მასაც და მის შვილსაც
ყოველთვის კარგად
ეპყრობოდა:„ჩვენ ცალკე
ვცხოვრობდით, მაგრამ როცა
მის მშობლებთან მივდიოდით,
ყოველთვის სითბოთი
გვიღებდნენ. იდეალური
ურთიერთობა გვქონდა,
ბავშვებს ყველა თან
ჰყვებოდა. თუმცა, როგორც
აღმოჩნდა, ჩემ შვილზე უკვე
მაშინ ძალადობდა
სექსუალურად ბაბუა, მაგრამ
ბავშვი ამაზე
დუმდა.საზღვარგარეთ
სამუშაოდ წასვლა რომ
გადავწყვიტე, ბავშვის
დატოვება შემომთავაზეს და
მეც ვენდე, ვერასდროს
წარმოვიდგენდი, რომ იმ
ოჯახში, იმ ადამიანებთან,
რომლებსაც ჩემი შვილი
ბებიასა და ბაბუას ეძახდა,
მას ჯოჯოხეთი ელოდა“.ნიას
დედა უცხოეთიდან
დაგეგმილზე ადრე,
რამდენიმე თვეში დაბრუნდა.
ერთი მხრივ ქმარი
ემუქრებოდა, მეორე მხრივ,
კი შვილს შეატყო ხასიათის
ცვლილება:„ქმარი
ეჭვიანობდა. მიგზავნიდა
ხმოვან შეტყობინებებს,
აღწერდა ჩემი მკვლელობის
სცენებს, მემუქრებოდა, რომ
თუ დროზე არ დავბრუნდებოდი,
მომკლავდა. ნია კი ჩაიკეტა,
ამბობდა, რომ ვეზიზღებოდი,
გახდა აგრესიული, ამიტომ
სასწრაფოდ ავიღე ბილეთი და
ჩამოვედი.საქართველოში
დაბრუნების შემდეგ, ერთი
პერიოდი ქმრის მშობლების
სახლში დავრჩით. ნიას
ოთახის კარი შიგნიდან არ
იკეტებოდა და შევამჩნიე,
როგორ ადგამდა კარს ღამით
ტუმბოს, რომ ერთგვარი
ბარიკადი აეგო. რომ ვკითხე,
რატომ აკეთებ-მეთქი,
მითხრა, მამიდაშვილები
შემორბიან ხოლმე და ამიტომ
ვკეტავო. ამან ეჭვი
გამიჩინა, რომ ჩემს შვილს
რაღაც
აწუხებდა“.საქართველოში
დაბრუნებიდან ორ თვეში,
ნიას დედა ქმარს დაშორდა და
ბავშვებთან ერთად, მარტომ
დაიწყო ცხოვრება. იხსენებს,
რომ სწორედ მაშინ
გააცნობიერა, რომ შვილის
თავს რაღაც ხდებოდა და
ბავშვი ვერ
ამხელდა:„თავდაპირველად
მეგონა, რომ გარდატეხის
პერიოდი დაეწყო,
ვკითხულობდი ლიტერატურას,
ინტერნეტში ვეცნობოდი
ინფორმაციას, როგორ უნდა
გადაგვეტანა ეს რთული
პერიოდი. მაგრამ სულ უფრო
და უფრო ჩაიკეტა. ხშირად
მეუბნებოდა, რომ
ვეზიზღებოდი, რომ ყველა
ეზიზღებოდა, არავინ
უყვარდა. დისტანცირდა
ყველასგან და დაიწყო ხატვა.
ისეთი ნახატები ჰქონდა, რომ
ვუყურებდი,
მეშინოდა.ისტერიულად
ბანაობდა. შეიძლება დღეში
სამჯერ ებანავა. ჰქონდა
სუიციდის მცდელობა,
შეიზიზღა საკვები, დაკარგა
სწავლისადმი ინტერესი.
ამის გამო, სკოლაში გახდა
ბულინგის მსხვერპლი,
მასწავლებლები
მეუბნებოდნენ, აღიარე, რომ
უბრალოდ ზარმაცია და შენ
ვერ უწევ შესაბამის
მეთვალყურეობასო“.ერთ
საღამოს დედამ ნიას ოთახში
ჩანაწერი იპოვა:„წერდა, რომ
ეზიზღებოდა ბაბუა. მხოლოდ
ეს, მეტი არაფერი. ნელ-ნელა
დავაკავშირე ერთმანეთს
ნიას ნახატები, ქცევის
შეცვლა, ჩაკეტვა, ეს
ისტერიული ბანაობა.
მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი,
რომ ვიცოდი, რაც ხდებოდა
მის თავს. თავდაპირველად
ყველაფერი უარყო. თუმცა
შემდეგ ძალიან ზოგადად
მომიყვა, რაც აწუხებდა.
ნიას ჩემთან ძალადობის
დეტალების შესახებ არ
უსაუბრია.შევეცადე ჩემი
რეაქცია მაქსიმალურად
მშვიდი ყოფილიყო, რომ უფრო
მეტად არ დამეფრთხო ბავშვი,
თუმცა მაშინვე
გადავწყვიტე, რომ
დახმარება სჭირდებოდა და
ამას მარტო ვერ
გავუმკლავდებოდი“.ნიას
დედა ჰყვება, რომ სამი დღე
ფიქრობდა, როგორ
მოქცეულიყო. შემდეგ კი
გადაწყვიტა,
უფლებადამცველებისთვის
მიემართა:„მე და ნია
„საფარში“ მივედით. ძალიან
დამიდგა გვერდში ადვოკატი.
რომ არა ეს ადამიანები, რომ
არა ფსიქოლოგის დახმარება,
შეიძლება, დღეს ჩემი შვილი
ცოცხალი არ ყოფილიყო და
შესაბამისად, არც მე“.„რომ
შემოვიდა, გარშემო
ყველაფერი დამძიმდა“მარი
ვარამაშვილი, „საფარის“
იურისტი და ნიას
ინტერესების დამცველი,
იხსენებს იმ დღეს, როცა ნია
და დედამისი მასთან
კონსულტაციაზე
მივიდნენ.„როდესაც დედამ
დარეკა, მითხრა, რომ შვილის
მიმართ ჩადენილ გარყვნილ
ქმედებაზე ჰქონდა ეჭვი და
გასაუბრება უნდოდათ. ნია
რომ შემოვიდა ოთახში, ისეთი
სიმძიმე შემოიტანა, იმავე
წამიდან მივხვდი, რომ ეს არ
იყო მხოლოდ გარყვნილი
ქმედება და ის გაცილებით
მძიმე დანაშაულის
მსხვერპლი
იყო“.რამდენიმესაათიანი
საუბრის შემდეგ ნიამ
მასთან ძალადობის
დეტალები
გაამხილა:„პირისპირ
დავრჩით. მიუხედავად იმისა,
რომ დედა ჩვენს საუბარს არ
ესწრებოდა, იგრძნობოდა, რომ
დედას უფრთხილდებოდა.
შეშინებული იყო,
დათრგუნული, რამდენიმე
საათი დამჭირდა, რომ
ალაპარაკებულიყო“.მარი
ვარამაშვილი ასე აღწერს
ნიას საუბრის დეტალებს:„8
წლის იყო, ძალადობა რომ
დაიწყო კაცმა. ბავშვი
ჰყვებოდა გაუპატიურების
ძალიან მძიმე ამბებს,
დაახლოებით 4 წლის
განმავლობაში.
ინტენსივობამ იმატა მაშინ,
როცა ბავშვი
ბებია-ბაბუასთან დარჩა
საცხოვრებლად. ეს ხდებოდა
ყოველ დღე და დღეში
რამდენჯერმეც კი“.როგორც
ადვოკატი ჰყვება, ნია
აღწერდა გაუპატიურების
სხვადასხვა ფორმას. მათ
შორის, ორალური გზით, ასევე
შეღწევას სხეულის
სხვადასხვა ნაწილებით.
უკვე ბოლოს კი უშუალოდ
სასქესო ორგანოთი
პენეტრაციაც მოხდა. კაცი
მისი თანდასწრებით
მასტურბირებდა,
მასტურბირებდა ბავშვის
ხელითაც."მოქმედებდა
ფრთხილად. ძირითადად ღამით.
ეუბნებოდა, რომ შეუყვარდა
როგორც ქალი, რომ ეს იყო
ნორმა".როგორც ნია
ჰყვებოდა, თავდაპირველად
ვერ აღიქვამდა, რა ხდებოდა
მის თავს, მაგრამ ეს რომ
არასასიამოვნო იყო და
აშინებდა, ამას გრძნობდა. 11-12
წლის ასაკიდან უკვე იწყებს
აღქმას, რომ მდგომარეობა
აუტანელია, ცდილობს მის
მოგერიებას, ცდილობს მარტო
არ დარჩეს მასთან,
იყვიროს.შეიზიზღა
საკუთარი სხეული. შეიცვალა
ჩაცმის სტილი. სხეულის ის
ნაწილები, რომელიც მისი
თქმით, კაცს მასში
მოსწონდა, დიდ ტანსაცმელში
ჩამალა. კაცი ემუქრებოდა,
[ეუბნებოდა] რომ თუკი ამის
შესახებ ვინმეს ეტყოდა, არ
დაუჯერებდნენ. დედა კი
მოკვდებოდა ნერვიულობით.
ემუქრებოდა, რომ ჰქონდა
იარაღი, რომლითაც თავს
მოიკლავდა და შემდეგ ეს მას
დაჰბრალდებოდა“, - ჰყვება
ადვოკატი ნიას
მონათხრობს.მარი
ვარამაშვილი ამბობს, რომ
ბავშვი ოჯახის სხვა წევრის
გარყვნილ ქმედებასაც
აღწერს:„ეს იყო ერთი
ეპიზოდი. კაცი იყო ნასვამი
და პროცესის გაგრძელება
ვეღარ შეძლო. თუმცა ბავშვს
უთხრა, რომ მას როგორც
მეგობარს, ისე მოეფერა და
რომ ამის შესახებ არაფერი
არ უნდა ეთქვა“.ადვოკატთან
საუბრის შემდეგ, ნიას დედა
პოლიციაში წავიდა, მან
საჩივარი არასრულწლოვანთა
სამმართველოში დაწერა.
გამოძიება თავდაპირველად
შედარებით მსუბუქი,
გარყვნილი ქმედების
მუხლით დაიწყო, რადგან
დედამ ძალადობის ყველა
დეტალი არ იცოდა.თუმცა,
როდესაც გამომძიებელმა
ფსიქოლოგისა და სოციალური
მუშაკის თანდასწრებით
გამოჰკითხა ნია, საქმის
კვალიფიკაცია
დამძიმდა.„ყველა იმ
დეტალის შესახებ
ილაპარაკა, რაზეც ჩემთან
ისაუბრა. გამოძიება
ბაბუისა და ოჯახის სხვა
წევრის საქმეებზე
ცალ-ცალკე დაიწყო.
პრიორიტეტულად დასახელდა
ბაბუის საქმე....რაც ამ
საქმეს გადაარჩენდა, იყო ამ
კაცის აღიარების მოპოვება.
სამწუხაროდ, პრაქტიკა
აჩვენებს, რომ ვერც
ფსიქოლოგის დასკვნა და
ვერც მხოლოდ
დაზარალებულის ჩვენება,
როდესაც საქმე ძველ
ფაქტებს ეხება,
დაზარალებულის
სასარგებლოდ იშვიათად
ახდენს გავლენას. ასეთ
შემთხვევებზე, ხშირად
სასამართლო უკან იხევს,
უფრო ბრალდებულის
ინტერესებს იზიარებს და
საქმეს მის სასარგებლოდ
წყვეტს.აქედან
გამომდინარე, ერთადერთი
გზა, რომ გამოძიებას კაცი
ბრალდებულად ეცნო, ეს იყო
ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარება და
მისგან აღიარების
მოპოვება“.როგორ მოიპოვა
ნიას დედამ მოძალადის
აღიარებაადვოკატის
მოთხოვნითა და
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე, პროკურატურამ
ფარული გამოძიების
ჩატარების უფლება
მოიპოვა.მტკიცებულებების
მოპოვებაში მთავარი როლი
ნიას დედას უნდა
შეესრულებინა. ადვოკატმა
და გამოძიებამ ქალი ფარული
საგამოძიებო მოქმედების
ჩასატარებლად
მოამზადა.„დაიგეგმა ყველა
დეტალი, გაიწერა
სხვადასხვა სცენარი,
სავარაუდო
კითხვა-პასუხები. სწორედ ამ
ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების
გამო მომიწია, რომ
დედისთვის ყველა ის დეტალი
გამეზიარებინა, რაც მისი
შვილის თავს ხდებოდა მთელი
ამ წლების
განმავლობაში.დედას
შესაბამისი კითხვები უნდა
დაესვა კაცისთვის და
ამიტომ მას ეს დეტალები
უნდა სცოდნოდა. გამოძიებას
სჭირდებოდა, რომ კაცს ამ
საქმის ყველა ეპიზოდში
ჰქონოდა აღიარებითი
ჩვენება. ამ კაცს უნდა
გასჩენოდა განცდა, რომ
ქალმა ყველაფერი იცოდა და
შეძლებდა ამის
დადასტურებას“, - ჰყვება
მარი
ვარამაშვილი.ადვოკატის
თქმით, აღიარების
მოპოვების პირველი
მცდელობა
ჩავარდა:„გადავიდა
შეტევაზე, აქეთ გიჩივლებ
ღირსების შელახვისთვისო.
დედამ უთხრა, რომ ბავშვი
აკეთებდა ჩანაწერებს
დღიურის სახით, რომ
ჩაწერილი ჰქონდათ კაცის
სატელეფონო ზარები,
როდესაც ის ბავშვს
ურეკავდა.დედამ უთხრა, რომ
თუ ბოდიშს არ მოუხდიდა
ბავშვს, ჯერ
ჟურნალისტებთან წავიდოდა
და შემდეგ პოლიციაში“.მარი
ვარამაშვილი ამბობს, რომ
კაცმა ნიას დედას მეორე
დილასვე დაურეკა და
შეხვედრა დაუთქვა:„როგორც
კი ერთმანეთს შეხვდნენ,
კაცი მუხლებზე დაეცა და
დაიწყო თავის მართლება.
აბრალებდა ბავშვს, ჩემი
ბრალია, რომ ავყევი,
ვხვდებოდი, რომ მას უნდოდა
ჩემთან სიახლოვე, ამხელა
კაცი ვარ და ვერ გავუწიე
თავს კონტროლიო. შემდეგ
ამბობს, რომ ბავშვი
შეუყვარდა, როგორც ქალი.
აღიარა აბსოლუტურად
ყველაფერი. მათ შორის,
ორალური გაუპატიურების
ეპიზოდი, სიტყვა-სიტყვით
გაიმეორა ის დეტალები, რაც
ბავშვმა ჩვენთან
საუბრისას თქვა, ეს იყო ე.წ.
უნაკლო აღიარება.
იდენტურად იმეორებს
ბავშვის ჩვენებას
აბსოლუტურად ყველა
ეპიზოდში. აღიარა ისიც, რომ
ერთხელ ცოლმა ამის გამო
შენიშვნაც მისცა. დედას
სთხოვდა პატიებას და
გაჩუმებას“, - სწორედ ეს
დეტალები მოისმინეს
ადვოკატმა და
გამომძიებლებმა ფარული
საგამოძიებო ჩანაწერის
მოსმენისას.„თავიდან
მეგონა, რომ მისი
დანახვისას თავს
დავკარგავდი, სილას
გავაწნიდი, მეგონა,
ავყვირდებოდი და ვერაფერს
მოვახერხებდი, მაგრამ თავი
ხელში ავიყვანე, მე უნდა
ვყოფილიყავი ხმა ჩემი
შვილისთვის, რომლის
სიმართლეც უნდა
დამემტკიცებინა.
ვცდილობდი კითხვები ისე
დამესვა, რომ არ
გამეღიზიანებინა“, -
იხსენებს ნიას დედა იმ დღის
დეტალებს, როცა ფარულ
საგამოძიებო მოქმედებაში
მონაწილეობის მისაღებად
მოამზადეს:„სახლიდან
გასვლისას შვილს დავპირდი,
რომ კაცი ამ საქციელისთვის
პასუხს აგებდა და
მაქსიმალურად ვიყავი
ორიენტირებული პირობის
შესრულებაზე. შეხვედრის
დროს ძალიან მხნედ ვიყავი,
მაგრამ, როდესაც ყველაფერი
დამთავრდა, თავი ვეღარ
შევიკავე, ავტირდი“, -
ამბობს ნიას
დედა.მოპოვებული
აღიარების შემდეგ
გამოძიებამ კაცი დააკავა.
სასამართლომ მას
პატიმრობა
შეუფარდა.გამოძიება
მიმდინარეობს ნიას ოჯახის
სხვა წევრის საქმეზეც,
სისხლის სამართლის
კოდექსის 141-ე მუხლით -
გარყვნილი ქმედება
არასრულწლოვანის მიმართ.
ადვოკატი ელის, რომ
გამოძიება კაცს ბრალს
უახლოეს მომავალში
წაუყენებს.„ჩემი შვილის
იმედები გავამართლე. მან
იცის, რომ დედა მის
გვერდითაა. შეიძლება ახლა
დანაშაულის გრძნობა
მალაპარაკებს, მაგრამ
სხვების გასაგონადაც
ვიტყვი, ჯობდა ნაკლები
ლუკმა მქონოდა და არ
დამეტოვებინა.მე ახლა
ზუსტად ვიცი, რომ ის ნდობა,
რომელიც მქონდა სხვა
ადამიანების მიმართ, მათ
შორის, ოჯახის მამაკაცი
წევრების მიმართ, აღარ
მაქვს. სამწუხაროდ, ჩვენი
სიყვარული ამ ადამიანების
მიმართ, არ გამორიცხავს,
რომ შესაძლოა მათგან რაიმე
საფრთხე დაემუქროს ჩვენს
შვილებს.ყველა სიგნალი,
ყველა ნახატი, ყველა
სევდიანი გამოხედვა,
მშობლებისთვის უნდა იყოს
ნიშანი. სამწუხაროდ, მე ეს
მხოლოდ მას შემდეგ
გავაცნობიერე, რაც ამ
კოშმარის პირისპირ
აღმოვჩნდი“, - ამბობს ნიას
დედა.ქალის თქმით, ბავშვის
ემოციური მდგომარეობა
დღესაც რთულია, ამიტომ
ცდილობს, რომ შვილთან
შეძლებისდაგვარად მეტი
დრო გაატაროს: "მის პირად
სივრცესი ღრმად შეჭრა არ
მინდა, მაგრამ რაკი ნიას
ფსიქოლოგიური მდგომარეობა
ისევ მყიფეა, ვცდილობ, რომ
თვალდახედვის არეალში
მყავდეს. ბოლო პერიოდში,
ინტერესებიც გაუჩნდა,
სხვადასხვა პროფესიით
დაინტერესება შევატყვე. ეს
კარგის ნიშანი უნდა იყოს.
მთავარია, რომ გვერდით
ვეგულები"...„მითია, რომ
მოძალადე ძირითადად უცხო
ადამიანია“ფსიქოლოგია
მაია ცირამუა, წლებია
მუშაობს სექსუალური
ძალადობის მსხვერპლ
ბავშვებთან. იცნობს
მოძალადის ქცევას და იცის,
როგორ მანიპულირებენ
ისინი მსხვერპლების
ემოციებით - შიშით,
სირცხვილით.მისი თქმით,
ტრავმა, რომელიც სექსუალურ
ძალადობას ახლავს.
აისახება ადამიანის
თვითშეფასებაზე და არის
დეპრესიის ერთ-ერთი წყარო.
ძალადობის მსხვერპლები
ხშირად მიდრეკილები არიან
თვითდაზიანებებისკენ,
აქვთ სუიციდური
ფიქრები:რაც შეეხება
კითხვას, თუ რატომ მალავენ
ადამიანები,
განსაკუთრებით კი
ბავშვები სექსუალური
ძალადობის ფაქტებს, მაია
ცირამუა ამბობს, რომ ეს
არის მოძალადის მიერ
ჩანერგილი შიშისა და
სირცხვილის
განცდა:„სექსუალური
ძალადობა მდუმარე, ჩუმ
დანაშაულთა კატეგორიას
განეკუთვნება. მოძალადე
ძალიან ხშირად მიმართავს
ე.წ. პრევენციულ ზომებს,
რომელიც ხელს უწყობს იმას,
რომ ბავშვი იყოს
დადუმებული. დაშინება, რომ
ხმას თუ ამოიღებ, მოგკლავ
ან საყვარელ ადამიანს
მოგიკლავ, ან მაინც არ
დაგიჯერებენ, ეს კარგად
ნაცადი ხერხია. მთელი
მექანიზმი აქვს მოძალადეს,
რითაც ის ხელს უწყობს იმას,
რომ ბავშვი ამაზე დუმდეს.
შეიძლება მთელი ცხოვრებაც
კი გავიდეს და ადამიანმა ეს
შიში ვერ დაძლიოს და
ვერასდროს ამოიღოს
ხმა“.მაია ცირამუა ამბობს,
რომ როდესაც ბავშვი
ლაპარაკს იწყებს
სექსუალურ ძალადობაზე, ან
რაიმე ფორმით მიანიშნებს
მასზე, აუცილებელია, რომ
ბავშვის ნათქვამს
ყურადღება მიაქციონ.
ფსიქოლოგის თქმით, 70-80%
შემთხვევებში ბავშვებზე
სექსუალურად სწორედ
ოჯახის წევრები, ახლობლები
ძალადობენ:„მითია, რომ
მოძალადე ძირითადად უცხო
ადამიანია. არა, მოძალადეთა
უმრავლესობა სწორედ
ახლობელია. ამიტომ, როცა
ბავშვი იძლევა მინიშნებას,
მის უახლოეს გარემოცვაში
უნდა ვეძებოთ ეს ადამიანი.
მოძალადე შეიძლება იყოს
ოჯახის წევრი, მეზობელი,
ნათესავი, აღმზრდელი.მითია
ისიც, რომ სექსუალური
მოძალადე ხანდაზმული
ადამიანი უნდა იყოს.
გამოკვლევები აჩვენებს,
რომ მოძალადეთა შორის
ჭარბობენ 40 წლამდე ასაკის
კაცები.მითია ისიც, რომ
სექსუალური მოძალადისთვის
მიმზიდველია პუბერტატულ
ასაკში მყოფი ბავშვები და
ისინი არიან რისკის ქვეშ.
პირიქით, რისკის ჯგუფში
შედიან 6-დან 11 წლამდე
ასაკის ბავშვები“.როდესაც
საქმე ეხება სექსუალურ
ძალადობასა და ბავშვებს,
მაია ცირამუა ამბობს, რომ
აუცილებელია, მოზარდს
ჰქონდეს მშობლების იმედი,
არ ეშინოდეს მათი
რეაქციის.*თუ ხართ ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი ან
ფლობთ ინფორმაციას ოჯახში
ან ბავშვზე ძალადობის
შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112
ან 116 006https://www.radiotavisupleba.ge/