ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.

"გუშინ შევხვდი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მიმიწვია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად მუშაობისთვის და ჩვენს მიერ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის.

ოსი ხალხის ისტორიული არჩევანი ყოველთვის რუსეთთან ერთიანობა იყო.⁣⁣ დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სანუკვარი ოცნება ახდეს - დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ბედი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან.

მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, - განაცხადა გაგლოევმა.

მისივე თქმით, "რუსეთთან მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ 9 მაისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ოს ხალხს კვლავ გაერთიანებაში დაეხმარება და სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს".⁣⁣⠀⁣⁣⠀

"პრეზიდენტის" მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი შეასრულებს. "არჩევნები" არაუგვიანეს 21 სექტემბერს უნდა გაიმართოს.

გაგლოევი ე.წ. პრეზიდენტი 2022 წლის მაისში გახდა.