ცხინვალში ყველაფერი არის რუსეთზე დამოკიდებული. არა მხოლოდ ხელისუფლება, თვითონ მოსახლეობაც კი როცა გადაწყვეტილებებზე საუბრობს, ინტერესდებიან, თუ რას იტყვის რუსეთი, მოსკოვიდან რა დავალება წამოვა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა ზურაბ ბენდიანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ცხინვალი რუსეთის ნაწილად აღიქმება.

"ცხინვალში ყველაფერი არის რუსეთზე დამოკიდებული. არა მხოლოდ ხელისუფლება, თვითონ მოსახლეობაც კი როცა გადაწყვეტილებებზე საუბრობს, ინტერესდებიან, თუ რას იტყვის რუსეთი, მოსკოვიდან რა დავალება წამოვა, ანუ, რუსულ ნაწილად აღიქმება და იქ ცოტა ძნელი და ზედმეტია რაიმე პოლიტიკურ პროცესზე საუბარიც კი. 

სამხედროების ოჯახები  იმდენად ადაპტირდნენ იქ, რომ დარჩენას აპირებდნენ, მით უმეტეს, რომ როტაციები ხდება და იცვლებიან შემადგენლობები, მაგრამ მიგრაცია ძალიან დიდია, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რადგან პერსპექტივების არქონის გამო ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ძალიან ძნელია. ვინც იქ მოსახლეა დარჩენილი, იმის დიდ უმრავლესობას ვლადიკავკაზში სახლი აქვს, ალტერნატიული საცხოვრებელი. ცხინვალში წესად ითვლება, რომ თუ შესაძლებლობა გაქვს, სახლი იყიდო ვლადიკავკაზში, მოსკოვში.

ფუნქციურად, ეს ნამდვილად სამხედრო ბაზაა და ყველაფერი მოხდა ამისთვის. რუსეთი მისი სამხედროებით აზროვნებს და თავის დროზე ამით დაირღვა ევროპის შეიარაღების შესახებ შეთანხმება, ბალანსი და რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და სამხედრო ბაზები განათავსა. 

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, ახალგაზრდები ცხინვალიდან ძირითადად ფრონტზე არიან.

ჩრდილოეთ ოსეთში გადავსებულია სასაფლაოები დაღუპული სამხედროებით, მე მგონი, ათასსაც ასცდა. ამ მსხვერპლმა მოსახლეობაზე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია და უარყოფითი დამოკიდებულებაა რუსეთ-უკრაინის მიმართ", - განაცხადა ზურაბ ბენდიანიშვილმა.