ისრაელმა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო. სულ მცირე, თეირანში, ისპაანსა და პორტის ქალაქ ბენდარ-აბასში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.

აღნიშნული ობიექტი ირანისთვის ძალიან მნიშვნელოვნად ითვლება, რადგან ის ქვეყნის უდიდესი კომერციული პორტია. ის მდებარეობს ჰორმუზის სრუტის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სპარსეთის ყურის შესასვლელთან.

ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. აფეთქებები ისმოდა ხაიფას რაიონში.

"რამდენიმე ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს. თავდაცვის სისტემები ამოქმედდა“, - აღნიშნულია IDF-ის ინფორმაციაში.

განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, მოსახლეობას უბრძანეს უსაფრთხო ოთახში შესვლა და იქ შემდგომ შეტყობინებამდე დარჩენა.

ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

"დაცული ტერიტორიების დატოვება დაშვებულია მხოლოდ მკაფიო ინსტრუქციების მიღების შემდეგ", - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.