მსოფლიოს სჭირდება ქრისტეს ნათელი, ადამიანებს სჭირდებათ ქრისტეს ნათელი და დაე, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ავაშენოთ ეს ხიდები, რათა ყველანი ერთად ვიყოთ მშვიდობაში, - ამის შესახებ რომის ახალმა პაპმა განაცხადა.

მან განსვენებულ პაპ ფრანცისკეს საჯაროდ გადაუხადა მადლობა გაწეული შრომისათვის.

"მე მინდა, რომ როგორც ქრისტემ მიმართა, მეც მოგმართოთ თქვენ ამ სახელით - მშვიდობა თქვენდა. მინდა, რომ მშვიდობამ მოაღწიოს თქვენს ოჯახებამდე, თითოეულ პიროვნებამდე, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ყველა ერს, მთლიანად დედამიწას. იყოს მშვიდობა თქვენს შორის. 

ეს არის აღმდგარი ქრისტეს მშვიდობა, რომელიც არის განუიარაღებელი. უფალს, ჩვენ ვუყვარვართ უპირობოდ და ჩვენ ვინახავთ ჩვენს მახსოვრობაში პაპის ხმას, რომელიც მას ჰქონდა და ჩვენ გვახსოვს პაპი, რომელიც აკურთხებდა რომს, მთელ მსოფლიოს აღდგომის დილას. 

ღმერთს უყვარხართ ყველა თქვენგანი და ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. თითოეული ჩვენგანი არის უფლის ხელში. ხელი ჩავკიდოთ უფალს და ვიაროთ ხელდახელ. ქრისტეს მოციქულები და ქრისტე წაგვიძღვება წინ. 

მსოფლიოს სჭირდება ქრისტეს ნათელი, ადამიანებს სჭირდებათ ქრისტეს ნათელი და დაე, დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ავაშენოთ ეს ხიდები, რათა ყველანი ერთად ვიყოთ ამ მშვიდობაში. 

დიდი მადლობა პაპ ფრანცისკეს", - განაცხადა რომის პაპმა.

რომის ახალი პაპი დღეს აირჩიეს. 267-ე პაპი ისტორიაში პირველად ამერიკელი რობერტ პრევოსტი - ლუი მე-14 იქნება.