ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რეჟიმის პატიმრები ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი მიხეილ ყაველაშვილმა საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, არ შეიწყალა.

"ომარ ოკრიბელაშვილის და საბა მეფარიშვილის საქმე ალბათ, გახსოვთ.

ჯებირის დაზიანებისთვის წაყენებული მძიმე მუხლი.

ეს საქმე სტრასბურგში გარანტირებულად მოგებული იყო.

რა ქნეს ქოცებმა?

ომარის საკანში იჯდა მისი ამჟამინდელი ადვოკატი. საპატიმროდან გასვლის შემდეგ ომართან საპროცესო შეთანხმებით დაბრუნდა.

საპროცესო გაფორმდა.

მიცემული იყო დამატებითი პირობა, რომ ყაველაშვილი შეიწყალებდა ორივე მსჯავრდებულს.

ომარის მამა, რამდენიმე საათი იდგა საპატიმროსთან და ყველა კარის გაღებაზე ეგონა რომ შვილი გამოვიდოდა.

რა თქმა უნდა საქმე სტრასბურგში ვეღარ წავა.

ყაველაშვილმა ბიჭები არ შეიწყალა", - წერს ჟორჟოლიანი.