ამერიკის შეერთებულ შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დათვლილია. ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.

20-ზე მეტი შტატის წინასწარი მონაცემი, ასე ნაწილდება - დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს  საარჩევნო კოლეგიის 209 ხმა აქვს, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს  დონალდ ტრამპს კი - 230 ხმა. 

არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. 

წინასწარი მონაცემით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში ლიდერობს.