რუსი ოკუპანტები ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბირთვული რეაქტორების თავზე კამიკაძე დრონებს იყენებენ, - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. 

"ოკუპანტები უშვებენ დრონებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, სარგებლობენ იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები ვერ პასუხობენ, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმა.

მისივე თქმით, დაზვერვის მთავარ დირექტორატს აქვს ოკუპანტების მიერ კამიკაძე დრონების გამოყენების მტკიცებულებები.

როგორც მან აღნიშნა, ყველა ეს ფაქტი ოკუპირებულ ატომურ ობიექტზე აგრესორი სახელმწიფოს დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო საქმიანობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

"ამგვარ ქმედებებს შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს", - აღნიშნავს სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელი.