სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!" - წერს სუბელიანი.
სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!" - წერს სუბელიანი.
1789546877
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება."სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მუდმივად აკვირდებიან დედაქალაქში არსებულ სიტუაციას, მოძრაობის ნაკადებს, პრობლემურ მონაკვეეთებს, რათა მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ის გამოწვევები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი არის სავაჭრო ცენტრ „სითი მოლი საბურთალოს“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც მუდმივად ქაოსური მოძრაობა იყო, შეფერხებით გადაადგილდებოდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, ვაჟა-ფშაველას გამზირის მხრიდან „სითი მოლთან“ მისასვლელი ქვეითებისთვის არ იყო მოწესრიგებული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დაიწყო სატრანსპორტო კვანძის რეკონსტრუქცია. სამუშაოები უკვე ბოლო ეტაპზეა და დასრულების შემდეგ, გადაადგილების სქემა უახლოეს პერიოდში შეიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ცვლილების მიზანია სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგება, ორგანიზება და გამიჯვნა, რათა შემცირდეს კონფლიქტური მანევრები, ქვეითთა გადაადგილებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება.ამასთან, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალი სქემის ამოქმედების დღიდან შესაბამისი სამსახურები ნაკადების მოძრაობას კვლავ დააკვირდებიან.მერის თქმით, გადაადგილების ახალი სქემის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოება გაეცნობა ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მერიის გვერდზეა განთავსებული.
1789546760
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის შესრულებულია დაპირება, რომელიც შეეხებოდა 15 სექტებრისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე არსებული საგზაო მონაკვეთის გახსნასა და სატრანსპორტო გადაადგილების აღდგენას."რუსთაველის გამზირზე ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ამ გამზირის მოწესრიგება და განახლება. ბევრჯერ გვითქვამს, რომ პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია სამუშაოებში. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთდებოდა და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. ეს დაპირება შესრულდა და დღეს ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. საუბარია ჭოველიძიდან ქუჩიდან ყოფილ ელბაქიძის აღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, რამაც გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა და დისკომფორტი, რაც გადაადგილების თვალსაზრისით იყო დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერმა მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით ნოემბრის ბოლომდე დარჩენილი დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხვაგვარად მსგავსი მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია."ნოემბრის ბოლოს უნდა დავამთავროთ ყველაფერი. მანამდე შეზღუდვები იქნება და გადაადგილების დისკომფორტიც გვექნება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. მადლობა კიდევ ერთხელ იმ ადამიანებსა და კომპანიებს, ვინც ჩართულია სამუშაოებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1789546641
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული."ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარებაში მოქალაქეების გამოცდილება, ყოველდღიური საჭიროებები და იდეები უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული. სწორედ ამ მიზნით ცხადდება კონკურსი - „თქვენზე მორგებული უბანი - იდეების კონკურსი ახალი ურბანული გამოცდილებისთვის“. ამ საინტერესო პროექტის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. მოგიწოდებთ ყველას აქტრიურობისკენ, მონაწილეობის მიღებისკენ, რომ ერთად გავაუმჯობესოთ კონკრეტული უბნები, არეალები. ჩვენ მოვისმენთ თქვენს იდეებს, ხედვებს და ჩვენი ჩართულობით, კონკრეტული პროექტების განხორციელებას შევძლებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მისივე თქმით, საკონკურსო არეალის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული - https://tbilisi.gov.ge/page/3353."კონკურსის მიზანია, მივიღოთ პრაქტიკული და საზოგადოებისთვის სასარგებლო იდეები, რომლებიც კონკრეტულ ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს - იქნება ეს ფეხით მოსიარულეთა გადაადგილების უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან კავშირი თუ მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნა. საკონკურსო არეალი მოიცავს თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ქუჩებს, ასევე, საჯარო სივრცეებს. დეტალურ ინფორმაციას და ზუსტ საკონკურსო არეალს ნახავთ მერიის ვებგვერდსა და შესაბამის „ფეისბუქ“ გვერდზე - https://tbilisi.gov.ge/page/3353“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.მისივე თქმით, „მობილობის ევროპული კვირეულის“ ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი."დღეს დაიწყო „მობილობის ევროპული კვირეული“, რომელსაც დედაქალაქი უკვე მეშვიდე წელია უერთდება. კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეწვიონ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტს“ და დიდი დიღმის ავტობაზას, სადაც გაეცნობიან როგორც მეტროს, ისე ავტობუსების მუშაობის სპეციფიკას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1789546520
ამასთან, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპისთვის, ვაკანტურია 8 000-ზე მეტი ადგილი."როგორც იცით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. წლევანდელი რეგისტრაციის შედეგად, თბილისის საბავშვო ბაღებში 15 000-მდე აღსაზრდელი მივიღეთ. ამ ეტაპზე, თბილისის მასშტაბით გვაქვს 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი. რაც შეეხება ბავშვთა სრულ რაოდენობას, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო ბაღები 60 000-მდე აღსაზრდელს ემსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება. კერძოდ, მერის განცხადებით, აღსაზრდელთა პირველი ნაკადი მიიღო თბილისის N168 საბავშვო ბაგა-ბაღმა.„ეს გახლავთ სრულიად ახალი საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, ევგენი აფხაზავას ქუჩაზე. ის 12 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირთათვის, დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. ამჟამად ბაღში 150-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, თბილისის ბაღებში გასულ არდადეგებზე სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა. კერძოდ, როგორც მერმა აღნიშნა, 24 საბავშვო ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაო, როგორიცაა ინტერიერის რემონტი, ფასადების განახლება და ეზოს ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.„სამუშაოები, რიგ შემთხვევებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა. სარემონტო სამუშაოები დაფინანსდა ასევე იმ ბაღებში, სადაც დაწყებულია ან დაგეგმილია ავტორიზაციის პროცესი. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და ეს პროცესი 2030 წლამდე უნდა დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1789546383
მისივე თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დეველოპერთან (შპს „მეგობრობა დიდუბე“) ერთად ითხოვეს თავიანთი ავარიული სახლის ჩანაცვლების მიზნით შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება."დედაქალაქში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. ჩვენ შევქმენით პროგრამა, რომელიც იძლევა ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ეტაპობრივად ჩანაცვლების საშუალებას. თავიდან ნდობის თვალსაზრისითაც იყო პრობლემები, დღეს კი ამ მხრივ დიდი ინტერესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ შენობას მეოთხე ხარისხის დაზიანების სტატუსი აქვს მინიჭებული, რაც იქ მცხოვრები 57 ოჯახისთვის საფრთხეს წარმოადგენს."კორპუსის ავარიულობიდან გამომდინარე, ჩვენ გავცემთ შესაბამის ხელშემწყობ ღონისძიებებს, რათა მოხდეს აღნიშნული 14-სართულიანი სახლის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი და თანამედროვე კორპუსი აშენდეს, სადაც მესაკუთრეებს გადაეცემათ მათი კუთვნილი ფართები და თანაც გარემონტებულ მდგომარეობაში. შედეგად, 57 ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.მანვე მიმართა თბილისში მცხოვრებ აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებს, პროგრამით სარგებლობისთვის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართონ."გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, მიიღეთ მონაწილეობა ამ პროგრამების განხორციელებაში. მოგვმართეთ, მზად ვართ, რომ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისთანავე ნებისმიერი ჩანაცვლების პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1789546245
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეკრეაციული სივრცე, ზღვისუბნის პარკის შემდეგ, მასშტაბით დედაქალაქში სიდიდით მეორეა."პროექტის ფარგლებში, ტერიტორია სრულად მოწესრიგდა, გამწვანდა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები მოეწყო. პარკში განთავსდა საფეხმავლო და ველობილიკები, სავარჯიშო სივრცე, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, სკეიტპარკი, პარკურისა და საჭადრაკო სივრცეები. ასევე, მოეწყო მშრალი შადრევანი, ამფითეატრი და მცირე ზომის ველოტრეკი, ასევე, კინოლოგიური სივრცე ოთხფეხა მეგობრებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დარჩენილია მცირე მასშტაბის სამუშაოები, რაც რამდენიმე დღეში დასრულდება."ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, რითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. უახლოეს დღეებში ადგილზე მივალთ და დავათვალიერებთ განხორციელებულ სამუშაოებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1789546109
როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, მუნიციპალიტეტი გლდანის რაიონში მდებარე 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს გადასცემს ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“.„დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ცენტრალურმა ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთელი რიგი გადაწყვეტილებები მიიღო. ამ პროცესში თბილისის მერიაც აქტიურად მონაწილეობს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და არსებული საჭიროებები დეტალურად განვიხილეთ. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადავცეთ ორგანიზაციას „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე თქმით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა."ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსური სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციასა და განვითარებას. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს. ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურ, უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1789544156
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ."პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ - მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია“, - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტაჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერიასაქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა და რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი "გეორგიევსკი" ჩამოაყალიბა
1788801473
"გირჩის" წევრები ივანიშვილთან შეხვედრას ადასტურებენ
1788789311
7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1788723432
მაგთის Mesh Wi-Fi - ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
1789025774
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევს 6 სექტემბერს ეწვევიან
1788541909