ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს, 30 დეკემბერს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. მისი ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

"ვაცხადებ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, პენტაგონი ახლა ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ათასობით რაკეტის და ასობით ჯავშანტექნიკის მიწოდების პროცესშია, რაც გააძლიერებს უკრაინას ზამთრისკენ მიმავალ გზაზე.