"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"ნახიდურში (არახლოში) მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებთ.

ავარიის შედეგად გარდაცვლილია ორი არასრულწლოვანი. ნათესავები იყვნენ. ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაში გადაყვანის დროს.

სოფელი გამოხატავს უკმაყოფილებას მომხდარის გამო და ძალიან მძიმე ფორმებში. სოფელში სპეცრაზმია შეყვანილი.

ბოლნისისკენ მიმავალი გზა დაკეტილია ახლა.

ვიზიარებ გარდაცვლილი არასრულწლოვანების ოჯახების მწუხარებას და საშინელ ტრაგედიას. უმძიმესი ტკივილია!
იმედია, რომ მშვიდად ჩაივლის ეს ამბავი და უფრო დიდ კონფლიქტში არ გადაიზრდება, როგორც წინა წლებში მოხდა. ამის შიშები ადგილობრივებს აქვთ.

ეს ადგილები, სადაც ავარია მოხდა, ძალიან არაუსაფრთხოა. როგორც მახსოვს, აქ არ არის ზებრა, შუქნიშანი, გამართული გარე განათება. ავარიული სიტუაციები აქ ხშირად ხდება და წინა წლებში ხდებოდა. მაგრამ სად სცალია ჩვენს სახელმწიფოს ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის?

მცირე ინციდენტებიც, რომ ასეთ ამბებში გადადის ხომ უნდა მივხვდეთ, რომ სახელმწიფოს ფუნქციონირებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს ამ რეგიონში, უნდობლობა ძალიან ღრმაა და პოლიტიკის ცვლილებაა საჭირო?!

რამე ისწავლეთ წინა წლების გამოცდილებიდან?!" - წერს მიქელაძე.