"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოცნების მოლარე-ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს და თბილისის მერობისთვის ემზადება.

დღეს არალეგიტიმურ პრემიერთან შეხვედრაზე მისულმა ნოშრევან ნამორაძემ, ოლიგარქის რეჟიმს ერთგულება კიდევ ერთხელ დაუდასტურა და განაცხადა, რომ ის მზადაა "ოცნების" მაღალჩინოსნებთან ერთად თავადაც დასანქცირდეს.