ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. 

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის კაია კალასის თქმით, სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.

სანქციების სია განაახლა ბრიტანეთის მთავრობამაც.

"უკანასკნელი სანქციების ობიექტები მოიცავს სტრუქტურებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ენერგომატარებლების ექსპორტსა და საინფორმაციო ომს, ასევე ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

კერძოდ, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 14 ადამიანს, რომლებსაც „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ წევრებს უწოდებს, რომელსაც დასავლური ქვეყნები უკრაინასა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში რუსული ჩარევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ფინანსურ დაწესებულებებს შორის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა 46 კომპანია, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა და სახელმწიფო კორპორაცია „ანაბრების დაზღვევის სააგენტო“.

ბრიტანეთის სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოიცავს 18 გემს, ასევე ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯონ მაიკლ ორმეროდს, რომელმაც შეიძინა გემები რუსული ნავთობის გადასაზიდად, გარდა ამისა სანქციები შეეხო ტანკერების ორ რუს კაპიტანს.