კიევზე რუსი ოკუპანტების საჰაერო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია.

დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის თქმით, დაღუპულთა შორის არის ბავშვი, ექვსი წლის ბიჭი.

"სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - აღნიშნა ტკაჩენკომ.

მისივე თქმით, 4 ადამიანი სვიატოშინსკის რაიონში დაიღუპა, 2 - სოლომენსკის.

31 ივლისის ღამეს რუსულმა ჯარებმა კიევზე კომბინირებული შეტევა დაიწყეს. დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.