ამ დროისთვის ცნობილია, რომ კრივი-რიჰში რუსეთმა 15 ადამიანი მოკლა. ქალაქის 100-ზე მეტი მცხოვრები დაშავდა, - ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ განჟა ავრცელებს.

დაშავებულია 130 ადამიანი, მათგან 30 ბავშვია.

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 29 ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვია.

"ამჟამად საოპერაციოში რვა პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი ბავშვი. ერთი ბავშვი, 14 წლის გოგონა, დნეპროპეტროვსკში გადაიყვანეს“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ასევე არიან დაკარგულები, რომლებმაც კონტაქტზე არ გამოდიან. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.