მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებების დაწყებამდე, ზელენსკიმ ტრამპს განუცხადა, რომ ეს მისი პირველი ვიზიტია მარ-ა-ლაგოში, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ოთახი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, „ძალიან ხელსაყრელია შეთანხმებებისთვის“.

შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, პოლიტიკის საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სუზი უაილსი, ასევე ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.

შეხვედრის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს ოთახის დატოვება სთხოვეს.