ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე წერს.

"ხომ ამბობენ ხოლმე და ამბობენ ხშირად: "აი, ამიტომ ვერ მოგვერევიან" და რაღაც ბუმბერაზ საქმეს მოაყოლებენ. მე კიდევ სულ სხვა რამ მგონია მოურეველი - წეღან ვნახე, მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: "მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ".

ერთ იმერელი ქალიდან რომ უცებ კლდიაშვილი, ჭეიშვილი და გაბრიაძე ლაპარაკობენ, ამიტომაც ვერ მოგვერევიან.

ეს არის საქართველო. ზოგჯერ და შეიძლება ბევრჯერ - მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი", - წერს კეკელიძე.

UFC-ის სუპერ მსუბუქ წონით კატეგორიაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს დაუპირისპირდა და ხუთრაუნდიანი ორთაბრძოლის შემდეგ, მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა.