უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 465054 (+1124) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.04.24-მდე: ტანკები - 7268 (+6), ჯავშანტექნიკა - 13971 (+14), საარტილერიო სისტემები - 11905 (+38), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1049 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 775 (+3), თვითმფრინავები - 348 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9485 (+24), ფრთოსანი რაკეტები - 2124 (+5).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16019 (+35), სპეციალური ტექნიკა - 1968 (+6).