აქციის მონაწილეები მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მათ სამართალდამცველთა კორდონი დახვდათ.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს მიმართეს, რომ დადგნენ მომიტინგეთა გვერდით.

მათივე თქმით, ფულად დახმარებას გაუწევენ იმ პოლიციელებს, რომლებიც აქციის მონაწილეების გვერდით დგომის გამო სამსახურიდან იქნებიან გათავისუფლებული.

"ძალიან ბევრს აქ დგომა არ გსურთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი გულანთებული პატრიოტია. გთხოვთ, თქვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ დააფიქსიროთ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ ისინი სახელმწიფოს მიჯაჭვული აღარ იყვნენ. არ არის აუცილებელი, რომ ოჯახებში ლუკმაპურის შესატანად თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოთ. გვაქვს კავშირი სხვადასხვა კომპანიასთან და გათავისუფლების შემთხვევაში, თქვენ შესაბამის ანაზღაურებას გადაგიხდიან, ზოგიერთი თქვენგანი კომპანიებშიც დასაქმდება. გთხოვთ, ამაზე იფიქროთ”, - განაცხადეს აქციაზე.