უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 470870 (+1030) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 02.05.24-მდე: ტანკები - 7332 (+20), ჯავშანტექნიკა - 14096 (+29), საარტილერიო სისტემები - 12044 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1053 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 784 (+4), თვითმფრინავები - 348 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9561 (+23), ფრთოსანი რაკეტები - 2126 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16224 (+49), სპეციალური ტექნიკა - 1988 (+8).