უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 473 400 (+1260) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.05.24-მდე: ტანკები - 7366 (+12), ჯავშანტექნიკა - 14156 (+27), საარტილერიო სისტემები - 12148 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1055 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 788 (+2), თვითმფრინავები - 348 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9611 (+31), ფრთოსანი რაკეტები - 2127 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 16337 (+71), სპეციალური ტექნიკა - 2001 (+8).