უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 458 580 (+750) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.04.24-მდე: ტანკები - 7213 (+8), ჯავშანტექნიკა - 13 873 (+21), საარტილერიო სისტემები - 11 678 (+20), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1046 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 763 (+1), თვითმფრინავები - 348 (+1), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9341 (+30), ფრთოსანი რაკეტები - 2109 (+13).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15 717 (+46), სპეციალური ტექნიკა - 1918 (+3).