ამ ხელისუფლებამ სამი დღის წინ გამოაცხადა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან. როგორც საბჭოთა ხელისუფლება ექცეოდა თავის მოქალაქეებს, ამათაც სხვა მორალი და სხვა ღირებულებები არ გააჩნიათ, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციებზე დგომით მოქალაქეებს ბრძოლის ჟინი უღრმავდებათ.

"ხელისუფლების პასუხი ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხელისუფლებამ სამი დღის წინ გამოაცხადა საქართველოს გასაბჭოების გეგმა და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს მათგან, იმიტომ, რომ როგორც საბჭოთა ხელისუფლება ექცეოდა თავის მოქალაქეებს, ამათაც სხვა მორალი და სხვა ღირებულებები არ გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო საქართველოს რუსეთის ორბიტაზე, ორბიტაზე კი არა, ფაქტობრივად, რუსეთის ნაწილად ქცევის გეგმა და ვდგავართ მშვიდობიანად, ვდგავართ ბევრი და გავიმარჯვებთ.

არაერთ ასეთ პროცესში ვყოფილვარ და ამ ენერგიას, ვინც გრძნობს, თქვენ აქ დგახართ და გრძნობთ, ხომ ხვდებით, რომ ეს ენერგია მხოლოდ იზრდება. ეს ემოცია, ადრენალინი, აღტაცება მხოლოდ იზრდება და ეს ბრძოლის ჟინი ღრმავდება", - განაცხადა გიორგი  მარგველაშვილმა.