რუსული ტყვეობიდან კიდევ 300 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. ჟენევაში შეთანხმების თანახმად, გაცვლის მეორე ეტაპი დღეს გაიმართა.

სახლებში ბრუნდებიან სახმელეთო ჯარების, საჰაერო-სადესანტო თავდასხმის დანაყოფების, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების და უპილოტო სისტემების ძალების წარმომადგენლები, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლები.

დღეს გათავისუფლებულ დამცველებს შორის ჯარისკაცებისა და სერჟანტების გარდა, ოფიცრებიც არიან.

გათავისუფლებულთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 26 წლისაა, ყველაზე უფროსი - 60-ის.

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლდნენ უკრაინელები, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებაზე იბრძოდნენ, ასევე ისინი, ვინც მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობდნენ.

სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ ასევე დააბრუნეს ორი მშვიდობიანი მოქალაქე. 

5-6 მარტს რუსეთს და უკრაინას შორის 500/500-ზე გაცვლის პირველ ეტაპზე უკრაინაში 200 ჯარისკაცი დაბრუნდა.