აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღევანდელ შეხვედრას ძალიან კარგი უწოდა.

"მე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, ყველას ომის დასრულება სურს“, - აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა შეთანხმების მიღწევა დღეს, ტრამპმა უპასუხა, რომ მას "უნდა ნახოს, რა მოხდება“.

"ხვალ ვხვდებით რუსეთს და ვაპირებთ შევხვდეთ პრეზიდენტ პუტინს", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მათ არ განუხილავთ ზელენსკის წევრობა მშვიდობის საბჭოში.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი პუტინთან შეხვედრას დღეს, 22 იანვარს გეგმავენ.