ევროპის კრიტიკას ბევრად მეტი დრო ეთმობა, ვიდრე რუსეთის, ან ჩინეთის, რუსეთისას საერთოდ არ ეთმობა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა და არავინ იცის, ევროკავშირი შეძლებს თუ არა საპასუხოდ მკაცრი მექანიზმების ამოქმედებას. 

"ევროპის კრიტიკას ბევრად მეტი დრო ეთმობა, ვიდრე რუსეთის, ან ჩინეთის, რუსეთისას საერთოდ არ ეთმობა. ძალიან რთული ვითარებაა და არ ვიცით, ევროკავშირი შეძლებს თუ არა საპასუხოდ მკაცრი მექანიზმების ამოქმედებას ამ სატარიფო ომის და ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, რომელსაც დონალდ ტრამპი იყენებს, თუმცა, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს, რადგან არ ვიცი, იპოვიან თუ არა ერთიანობას ამ საკითხში, თუმცა გრენლანდიის თემა დიდხანს გააგრძელებს აქტუალურობას, ტრამპსაც აქვს რაღაც შეზღუდვები და არ მგონია, პირდაპირ დესანტი გადასხას გრელანდიაზე, აქედან გამომდინარე, ეს თემა კიდევ თვეები იქნება აქტუალური, მაგრამ არ ვიცი, არის თუ არა რესურსი, რომ მათ რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.