უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 053 260 (+1070) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 31.07.25-მდე: ტანკები – 11 067 (+1), ჯავშანტექნიკა – 23 066 (+1), საარტილერიო სისტემები – 30 911 (+16), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1451 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1203 (+1), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 48 894 (+209), ფრთოსანი რაკეტები – 3548 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 56 822 (+68), სპეციალური ტექნიკა – 3935 (+0).

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ მონაცემები ზუსტდება, რადგან სამხედრო მოქმედებები ფრონტზე ათეულობით მიმართულებით გრძელდება. მტერი აქვს ტექნიკის და ცოცხალი ძალის დანაკარგები, კერძოდ პოკროვსკის, სლავიანსკის და ხარკოვის მიმართულებებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 150-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. პოკროვსკის მიმართულებით რუსებმა 49-ჯერ სცადეს უკრაინის თავდაცვის გარღვევა.