უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 275 980 (+990) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.03.26-მდე: ტანკები – 11 763 (+5), ჯავშანტექნიკა – 24 177 (+3), საარტილერიო სისტემები – 38 263 (+61), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 680 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 328 (+2), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 349 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 170 966 (+2 157), ფრთოსანი რაკეტები – 4 403 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 31 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 82 791 (+281), სპეციალური ტექნიკა – 4 088 (+1).