უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 097 450 (+1 020) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.09.25-მდე: ტანკები – 11 189 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 277 (+3), საარტილერიო სისტემები – 32 846 (+36), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1490 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1217 (+0), თვითმფრინავები – 422 (+0), ვერტმფრენები – 341, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 60 079 (+360), ფრთოსანი რაკეტები – 3718 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 61 878 (+108), სპეციალური ტექნიკა – 3965 (+0).