უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომელიც მომავალი არჩევნების ჩატარებას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ ითვალისწინებს.

"ჟან მონეს დიალოგის" ფორმატში 10-12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ხელმოწერილ დოკუმენტის მიხედვით,  მე-9 მოწვევის უმაღლესი რადას საპარლამენტო ფრაქციებისა და ჯგუფების თავმჯდომარეები, ასევე დელეგირებული წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდება, რაც მოსამზადებლად საკმარისი დრო  - საომარი მდგომარეობის დასრულებიდან სულ მცირე 6 თვე იქნება გასული. 

დოკუმენტს ხელს აწერენ ფრაქცია „ხალხის მსახურიდან“ დავით არახამია, იულია ტიმოშენკო „ბატკივშჩინიდან“, ირინა გერაშჩენკო „ევროსოლიდარობის“ ფრაქციიდან და სხვა საპარლამენტო ჯგუფების წარმომადგენლები.