“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარ მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, ის მილიარდებს შოულობს ქართველი ხალხის გაღარიბებით”, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბლუმბერგის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ვეღარც მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც ფორბსის სიაში, რადგან ისინი აღარ შეესაბამებიან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებსაც ბევრი მილიარდი აქვთ, მაგრამ აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ივანიშვილი საქართველოში ქართველების ხარჯზე შოულობს მილიარდებს, რომელსაც შავი ფული შეიძლება ვუწოდოთ, ამიტომ ისევ და ისევ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფოს გადასაწყვეტია უნდათ თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც მილიარდებს შოულობს ქართველების გაღარიბებით იმისთვის, რომ დააკომპენსიროს საკუთარი დასანქცირებული ქონება დასავლეთის მხრიდან”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა