აშშ-სა და უკრაინას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება განახლდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-მა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა „გარკვეული პერიოდის“ შეჩერების შემდეგ განაახლა.

ამავდროულად, ზელენსკიმ დამატებითი დეტალები არ გაამხილა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდთან ახალი შეხვედრა შესაძლოა, მომავალ კვირას გაიმართოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გააფრთხილა დაზვერვის გაცვლის შეჩერების შესაძლებლობის შესახებ, თუ უკრაინა არ შეწყვეტდა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს.

გარკვეული დროის შემდეგ, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 12 ოქტომბერს კიევის წინააღმდეგ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გაფრთხილების არარსებობა „ცუდ ამინდს“ მიაწერეს.

ამასთან, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი "გაცოფებული" იყო და ნებისმიერ დროს შეეძლო უკრაინასთან დაზვერვის გაცვლის შეჩერება.

თავად ტრამპი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ის "ეხმარებოდა“ უკრაინას და არ შეუწყვეტია დაზვერვის გაცვლა.