უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია აგრესორზე ზეწოლის გაზრდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პირობები უმნიშვნელოვანესია: სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად რჩება.

"მოლაპარაკებები უმნიშვნელოვანესია - ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, - აღნიშნა მან.