უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.

მან განაცხადა, რომ დღეს დამატებითი შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობის კანდიდატებთან.

"ჩვენ განვიხილეთ ოფისის სამუშაო ფორმატები და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებთან ურთიერთქმედება, რაც აუცილებელია უკრაინის ინტერესებისთვის. ოფისის ახალი ხელმძღვანელის შესახებ გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

არსებული ინფორმაციით, ერმაკის შემცვლელად 6 კანდიდატურა განიხილება.

28 ნოემბერს NABU-ს დეტექტივებმა და SAP-ის პროკურორებმა ჩხრეკა ჩაატარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკის სახლში. იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მალევე მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

29 ნოემბრის ღამეს, The New York Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერმაკმა ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა.

იმავე დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ზელენსკის მიმართ არანაირი წყენა არ აქვს, ამ თანამდებობამდეც მისი მეგობარი იყო და მას შემდეგაც ასე დარჩება.