უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში დაგეგმილზე მეტ ხანს გრძელდება.

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტები ორ საათზე მეტია, მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ორი ლიდერის სადილი უკვე დასრულდა, მაგრამ შეხვედრა გრძელდება.

"უკვე ორ საათზე მეტი გავიდა, გაცილებით მეტი, ვიდრე დაგეგმილი იყო“, - განმარტა წყარომ.

ამერიკელი ლიდერი უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს თეთრი სახლის შესასვლელთან შეხვდა, რის შემდეგაც მათ პრესასთან ისაუბრეს. ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას, ზელენსკიმ, სხვა საკითხებთან ერთად, ტრამპს შესთავაზა შეთანხმება - ათასობით დრონის მიწოდება „ტომაჰაკვის“ რაკეტების სანაცვლოდ.

შემდეგ ზელენსკიმ და ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები დაიწყეს. ისინი არაფორმალურ ატმოსფეროში უნდა გამართულიყო სადილის დროს.

როგორც ადრე იყო ცნობილი, ზელენსკი და ტრამპი განიხილავენ უკრაინაში შორი მოქმედების რაკეტების „ტომაჰაკვის“ გადაცემის შესაძლებლობას, უკრაინა-რუსეთის ლიდერების დონეზე მოლაპარაკებების შესაძლებლობას და სხვა.