ეს იყო პერფორმანსი, როგორც ფოტოს გადაღება და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"ადამიანმა თვითონაც რომ თქვას, რომ ორგანიზატორია, ეს ვერ ჩაითვლება ორგანიზატორობად. მე ვიყავი იმიტომ, რომ მედიამ მითხრა - თუ შეიძლება, ოფისის წინ კომენტარი მიმეცა ამ მედიასაშუალებისთვის, შემდეგ, თუ გადავიღებდი ფოტოს აღნიშნულ ადამიანებთან ერთად. 15 წუთის შემდეგ რომ მივსულიყავი, იმ ფოტოში მე არ ვიქნებოდი, იქნებოდნენ სხვა ადამიანები. ეს იყო პერფორმანსი, როგორც ფოტოს გადაღება.

არ დაგიმალავთ, იმ დღეს ბევრს უნდოდა ფოტოს გადაღება. ეს არ ნიშნავს სისხლის სამართლისთვის რაც არის მნიშვნელოვანი, რომ მართლსაწინააღმდეგო რაღაც ორგანიზებული იყო დაგეგმილი. პერფორმანსი იყო და ამის გასაღება, რომ ვარ ორგანიზატორი, არ შეიძლება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.