სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარალელურად, სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შევიდა.

საგამოძიებო სამსახურის კომენტარს BM.GE ავრცელებს.

"გიდასტურებთ, რომ შესაბამისი განჩინების საფუძველზე, სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება“ - განუცხადეს BM.GE-ის საგამოძიებო სამსახურში.

ინფორმაცია, რომ სუპერმარკეტებიდან და სადისტრიბუციო კომპანიებიდან სუსმა "დოკუმენტების ამოღება დაიწყო" რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.