ჩვენს თანამოქალაქეებსაც მინდა, ვუთხრა, მოქმედება ყოველთვის ჯობია უმოქმედობას, - ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სხვადასხვა თემებზე მუშაობს, რომელთაგან ერთ-ერთი საერთაშორისო კუთხით ამ არჩევნების არაღიარების მოთხოვნაა.

"როდესაც გართმევენ მომავალს, თავზე გახევენ კონსტიტუციას, როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ ხარ თავისუფალი ადამიანი, როდესაც პაპუაშვილი გიჩვენებს რუკას, სადაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ან არ ჩანს, ან გაფერმკრთალებულია, ბუნებრივია, რომ რაღაც ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ჩვენს თანამოქალაქეებსაც მინდა, ვუთხრა - მოქმედება ყოველთვის ჯობია უმოქმედობას. 

ის პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები, ვინც ღამე დავრჩით და ფხიზლად ვიყავით ამ ქვეყნისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მოვწყდით საქმეს და გადავწყვიტეთ, გიჟებივით გაგვეთენებინა. ოპოზიცია მნიშვნელოვანი თემების გარშემო მუშაობს. ერთია - ამ არჩევნების საერთაშორისო არაღიარება, სადაც ოთხივე პოლიტიკური ორგანიზაცია არის საკმაოდ ეფექტური, მეორე - 25 ნოემბერს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაინახავენ, რომ 61-ვე  ოპოზიციონერი დეპუტატი იქნება ქუჩაში, ან მინიმუმ, არ იქნება პარლამენტის სასესიო დარბაზში", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.