პრეზიდენტი გამორჩეული ფიგურაა, ის დიპლომატია და დიდი გამოცდილება აქვს, ის ძალიან იმიჯირებულია უცხოეთიდან. უნდა შევეცადოთ, რომ არც პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" გავცდეთ და არც იმ ჩარჩოს, რომელიც გამოითქვა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

ამასთანავე, კოპალეიშვილი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა.

"ჩვენ ვიცით, რომ საგარეო პოლიტიკის კუთხით პრეზიდენტი გამორჩეული ფიგურაა, ის დიპლომატია და დიდი გამოცდილება აქვს, ის ძალიან იმიჯირებულია უცხოეთიდან. უნდა შევეცადოთ, რომ არც პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" გავცდეთ და არც იმ ჩარჩოს, რომელიც გამოითქვა.

ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ უნდა დავუთმოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი სიტყვის პატრონი და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველა იმ სიტყვაზე, რასაც ვიტყვით. ჩვენ რომ ვეუბნებით "ქართულ ოცნებას" - არ შემოვალთ პარლამენტში - არ შემოვალთ, მორჩა და გათავდა. 

"ოცნებამ" ჩვენზე უკეთ იცის, რომ არჩევნები გააყალბეს. ეს ეტყობათ მოქმედებებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია, რომელმაც ამ გაყალბებულ არჩევნებშიც კი გადალახა ბარიერი, არ შევა პარლამენტში", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.