საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

"ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, ეს არის განზოგადებული შემთხვევა, ეს იყო ის, როდესაც "ხარებას" რაზმმა პირველად ჩაიდინა ბრუტალური ქმედება, რაც შეეხება იმას, თუ ვინ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტი, რომლებიც განიხილავენ საქმეებს, როდესაც უკვე კარგად დადგენილი პრაქტიკა არსებობს გარკვეული საკითხების გარშემო და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საკითხების ადამიანის უფლებებთან შეუსაბამობა უკვე ევროპულ სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს დადგენილი", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ. 

სტრასბურგის სასამართლოში საიამ ე.წ. "რუსული კანონის" წინააღმდეგ 2023 წელს გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთან დაკავშირებით დავა მოიგო.